აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ჯარიმების დაწესების შესახებ
Sokhumi Daily
აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 9 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებას აფხაზეთში დამატებითი შემზღუდველი ზომების დაწესების შესახებ.
13 აპრილიდან გამოიცემა დადგენილება ჯარიმის დაწესებაზე განაცხადა აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ სმირმა
”ჯერჯერობით, ჩვენ მხოლოდ გაფრთხილებებით შემოვიფარგლეთ და ავუხსენით, რომ თუ დარღვევები განმეორდება, ჯარიმა უნდა გადაიხადონ.” - თქვა მან.
სმირმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელები მკაცრად აკონტროლებენ მანქანების გადაადგილებას გალისა და გაგრის რაიონებში, სადაც კომენდანტის საათი დაწესდა. მისი თქმით, მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებს შეუძლიათ მოძრაობა უბნების ტერიტორიაზე.
მთელი აფხაზეთს ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციის დასრულებამდე მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩებში, სანაპიროებზე, მოედნებზე, პარკებში თუ საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნა. აფხაზეთში დადასტურდა COVID-19 –ის სამი შემთხვევა.
შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები. პირველად გაიცემა გაფრთხილება, მეორედ კი მას სამი ათასი რუბლის გადახდა მოუწევს.
#ჯარიმები
#შეზღუდვები
#კომენდანტისაათი
#SokhumiDaily