საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა. ამ დროისთვის უცნობია დეტალები, თუ რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი და სად მკურნალობდა. საქართველოში ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4 140-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1 643 პაციენტი.