აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 5 - მედპერსონალია
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141752
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 5 - სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალია, 2 კი - ე.წ. ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული-აღნიშნულ ინფორმაციას, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.
ზაალ მიქელაძის კომენტარს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მიქელაძე არ ასახელებს კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას და ამბობს, რომ დაინფიცირებულებს ანონიმურად დარჩენა სურთ. მისივე ცნობით, ისინი იზოლაციაში იყვნენ და შეხება ოჯახთან ან საზოგადოებასთან არ ქონიათ:
"გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა 7 ერთეულით, მათ შორის ორი არის საკარანტინო და თვითიზოლაციის ზონიდან, ე.წ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული. ეს ის ოჯახებია, რომელზეც მიდიოდა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა. აქ მორიგი ტესტირების შედეგებს ველოდებოდით.
ხუთი არის სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი. მათი თხოვნით აღნიშნული პირების სამუშაო ადგილს არ ვასახელებთ. ამ ადამიანების უკან დგანან მათი ოჯახები და ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი სტრესი. ისინი იზოლაციაში იყვნენ და არ ჰქონდათ არც ოჯახთან და არც საზოგადოებასთან შეხება", - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.