სემეკმა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების ტარიფებიც უცვლელი დატოვა

Tbilisi Daily

კომისიამ დღეს რამდენიმე მცირე კომპანიისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დაადგინა. შპს „მამედის“ ახალი სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 46.997 თეთრი/მ3-ს; მიწოდების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 28.410 თეთრი/მ3-ით; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 9.523 თეთრი/მ3--ით; ტრანსპორტირების ტარიფია 1.895 თეთრი/მ3. (შპს „მამედის“ ამჟამად მოქმედი სამომხმარებლო ტარიფია 52 თეთრი/მ3). შპს „მამედისთვის“ დადგენილი ახალი ტარიფები ამოქმედდება 2020 წლის 1 აგვისტოს და ძალაში იქნება 2023 წლის 1 იანვრამდე. შპს „ყამარი მ“-ს ახალი სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 46 თეთრი/მ3-ს; მიწოდების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 26.040 თეთრი/მ3-ით; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 11.048 თეთრი/მ3--ით; ტრანსპორტირების ტარიფია 1.895 თეთრი/მ3. (შპს „ყამარი მ“-ს ამჟამად მოქმედი სამომხმარებლო ტარიფია 51 თეთრი/მ3). შპს „ყამარი მ“-სთვის დადგენილი ახალი ტარიფების მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. შპს „ჩირაღდანის“ ახალი სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 48.998 თეთრი/მ3-ს; მიწოდების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 30.084 თეთრი/მ3-ით; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 9.545 თეთრი/მ3--ით; ტრანსპორტირების ტარიფია 1.895 თეთრი/მ3. (შპს „ჩირაღდანის“ ამჟამად მოქმედი სამომხმარებლო ტარიფია 54 თეთრი/მ3). შპს „ჩირაღდანისთვის“ დადგენილი ტარიფების მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებით ყველა კატეგორიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფები დერეგულირებულია და ბუნებრივი გაზი მიეწოდებათ ტარიფის დადგენის გარეშე, მიმწოდებელი საწარმოს მიერ საჯაროდ შეთავაზებული პირობებითა და ფასებით. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“ ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას ახორციელებენ მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და არ ჰყავთ საყოფაცხოვრებო მომხმარებლები, მათ ბუნებრივი გაზის მიწოდების და შესაბამისად მოხმარების ტარიფი არ უდგინდებათ, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდება წარმოადგენს დერეგულირებულ საქმიანობას და არ ექვემდებარება კომისიის სატარიფო რეგულირებას.