აჭარაში covid-19 დაუდასტურდა მამაკაცს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა სატვირთო ავტომობილის მძღოლთან

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონშიბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 51 წლის მამაკაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, შეხება ჰქონდა სატვირთო ავტომობილის მძღოლთან. მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და გადაყვანილია საავადმყოფოში. ნონა ეფაძის განცხადებით მიმდინარეობს კონტაქტების ძიება. 17 პირი, მათ შორის ინფიცირებულის ოჯახის წევრები უკვე გადაიყვანეს კარანტინში. აღებულია ტესტი კორონავირუსზე, რომლის პასუხებიც დღის ბოლოს იქნება ცნობილი. მამაკაცი აჭარის მკვიდრია. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, მოხდა საცხოვრებელი ადგილის დეზინფექციაც. დღევანდელი მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 16 პაციენტს მკურნალობენ, მათგანს ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.