ლუგარის ტიპის ლაბორატორიისთვის ტესტები არის ,,სემიჩკა” - მიხეილ სააკაშვილი

Tbilisi Daily

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა გვარამიას გადაცემაში ,,მთავარი აქცენტები” ლუგარის ლაბორატორიის შექმნის ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლაბორატორიის დაარსების იდეა გაჩნდა 90-იანი წლებიდან, რა დროსაც თავად ზურაბ ჟვანიასთან ერთად მთავარი მომლაპარაკებელი იყო ამერიკის კონგრესთან. სააკაშვილის თქმით, ლაბორატორიაზე კონკრეტული შეთანხმება მიღწეულ იქნა 2004 წელს ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა. ,,ეს ლაბორატორია 2011-ში გავხსენით მე და რიჩარდმა. საბოლოო სიმძლავრით ამუშავდა გეგმიურად 2013-ში. ეს მართლაც ასე არის, მაგრამ ამ ტიპის ლაბორატორიისთვის, ტესტები არის ,,სემიჩკა”. ეს ლაბორატორია რომ სრული სიმძლავრით გამოგვეყენებინა, ახლა იქნებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ლაბორატორია,” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. #ლუგარისლაბორატორია #სააკაშვილი #ტესტები #tbilisidaily