ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული პაციენტი, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა-ეზუგბაია

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142325 ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული პაციენტი, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა-აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია. მისივე თქმით, გუშინ კლინიკიდან 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. „ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული პაციენტი. ამ 43 დადასტურებული პაციენტიდან მძიმე პაციენტების სიაში 5 პაციენტი გვყავს, როგორც მძიმე პნევმონია, რომელთა მდგომარეობაც დინამიკაში გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტები განიხილებიან როგორც საშუალო და მსუბუქი. იცით, რომ გვყავს 11 მოზარდი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უბრალოდ ჯერჯერობით დაავადების ხანგრძივობიდან გამომდინარე მათთან ჯერ ადრეა გამოჯანმრთელების ტესტირების ჩატარება და ალბათ, რამდენიმე დღეში ამასაც დავიწყებთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.