საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ორი ბათუმში
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსითსულ ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ორი ბათუმში მკურნალობდა. გარდაცვლილტა რიცხვი 46-მდე გაიზარდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 90 წლის ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბერს შეიყვანა. პაციენტს COVID -19 ერთად სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.
''პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეორე გარდაცვლილი კი57 წლის ქალია, ისიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: უნივერსალური სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი.
სამი პაციენტი გარდაიცვალა დღეს ქუთაისში.პაციენტები, მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდნენ. გარადცვლილია 72 წლის მამაკაცი და 78 წლის ქალი, რომელსაც ორმხრივ მწვანე პნევმონიასთან ერთად, სხვადაავადებებიც ჰქონდა. მათ შორის ონკოლოგიური.