მთიანი ყარაბაღის რეგიონის ბოლო კონფლიქტში დაღუპული ჯარისკაცების საერთო რაოდენობა ორივე მხრიდან:

Interworld

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ა.წ. 3 დეკემბრის განცხადებით, მათი მხრიდან მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტში სულ 2 783 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 100-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება, ხოლო 1 245 კი დაშავდა. საპასუხოდ სომხეთის თავდაცვის უწყებას ჯერ კიდევ არ გაუვრცელებია მიღებული დანაკარგების საბოლოო ოდენობა, მაგრამ ა.წ. 14 ნოემბერს ადგილობრივმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონის კონფლიქტში 2 317 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #interworld