Კოვიდსტატისტიკა საქართველოში

Tbilisi Daily

522 გამოჯანმრთელებული, 730 კოვიდინფიცირებული, 326 - სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ, 3 076- კარანტინის რეჟიმში, 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი და 12 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში ეპიდსიტუაციის ბოლო მონაცემები. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 35 პაციენტი მკურნალობს, მათთგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია. საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კი, მხოლოდ 1 ინფიცირებული იმყოფება. კორონავირუსის დიაგოზით, იქ სულ 14 პაციენტია, ხოლო რესპუბლიკურ საავადმყოფოში 31 კოვიდინფიცირებული ჰყავთ, მათთაგან ერთი მართვით სუნთქვაზეა, დანარჩენი პაცინტების მდგომარეობა სტაბილურია და სამი მათგანის გაწერას ელოდებიან. #news #კორონავირუსი #tbilisidaily #dailynews