იზმირში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 80-ს გადააჭარბა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თურქეთის ქალაქ იზმირში 30 ოქტომბრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა  80-ს გადააჭარბა. როიტერსი იტყობინება 85 დაღუპულის შესახებ, თურქეთის ხელისუფლება - 83-ის.  2 ნოემბერს სამდღიანი ძებნის შემდეგ ნანგრევებში მაშველებმა ნახეს სამი წლის გოგონა, რომელიც გადაურჩა მიწისძვრას. 6,6 მეათედი ბალის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ეგეოსის ზღვაში. დაინგრა ათობით სახლი. სულ, ბოლო მონაცემებით, დაზარალებულთა რიცხვი ათასს აღწევს. იზმირში ძლიერი მიწისძვრა მოხდა 1999 წელს. მაშინ 17 ათასი ადამიანი დაიღუპა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30926049.html #ახალი_ამბები #twitter