აქტივისტები აპროტესტებენ "ლოკდაუნს", ითხოვენ ირაკლი ფანგანის განთავისუფლებას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აქტივისტთა ჯგუფმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო დაუმორჩილებლობის აქცია-პერფორმანსი. ისინი მსვლელობით გაემართნენ „ქართული ოცნების“ ოფისისკენ. აქტვისტები ამ სახით აპროტესტებენ მთავრობის მიერ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაწესებულ ამკრძალავ ზომებს და მათ გაუქმებას მოითხოვენ. მათ განზრახ დაარღვიეს კომენდანტის საათი და აქცია კომენდანტის საათის დაწყებას დაამთხვიეს. აქტივისტები ამავე დროს სოლიდარობას უცხადებენ აქტივისტ ირაკლი ფანგანს, რომელიც დღეს დააკავა პოლიციამ ბათუმში. მისი დაკავების მიზეზი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრა. „ხალხს შია“, „შორს ხელები აქტივისტებისგან“, „თავისუფლება ირაკლი ფანგანს“, „არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს“ - ასეთი ლოზუნგებით ხელში გაემართნენ აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ. აქტივისტების თქმით, ამის შემდეგ ისინი გადაინაცვლებენ შსს-ს შენობასთან, სადაც ჰყავთ დაკავებული ირაკლი ფანგანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31066614.html #ახალი_ამბები #twitter