ბათუმში კოვიდის შემთხვევების გამო ''მეგასკოლა'' დროებით დაიხურა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

კორონავირუსისშემთხვევების გამო ბათუმში კიდევ ერთი სასწავლო დაწესებულება დროებით დაიხურა. 23 აპრილის მონაცემებით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ''მეგასკოლა''. ბათუმის რესურსცენტრის უფროსის განცხადებით, ვირუსი დაუდასტურდათ პედაგოგს, კურატორსა და მოსწავლეს. ამიტომ​ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ასევე კოვიდის გამო დღეს ორი კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე. ბათუმის№1 საჯარო და №28 სკოლაში კორონავირუსიკლასისდამრიგებლებს დაუდასტურდათ. ამ ეტაპისთვისბათუმში დისტანციურად სწავლობს 29 კლასი. რაც შეეხება სკოლებს სულ სამი სკოლაა დახურული, მათგან ორი -№2 და №28სკოლები საკლასო ოთახებში სწავლას ორშაბათიდან განაახლებენ.