ენგურის ხიდი კვლავ "გაიხსნა"

Sokhumi Daily

ენგურის ხიდი ცალმხრივად ისევ გაიხსნა. ინფორმაციას გალის ე.წ. ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს უკან დაბრუნება და ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტის გადაკვეთა 2020 წლის 23 დეკემბრიდან - 31 დეკემბერის ჩათვლით შეუძლიათ. სამეგრელოდან აფხაზეთში გადამსვლელებმა "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის" პასპორტი, 2016 წლის ნიმუშის აფხაზური პასპორტი, ფორმა #9, ბინადრობის მოწმობა, 14 წლამდე ბავშვებისთვის კი დაბადების მოწმობა თან უნდა იქონიონ. ამ ჩამონათვალს დაემატა Covid 19 - ზე გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. მანამდე, აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი, ასევე ცალმხრივად, რამდენიმე დღით, ხუთჯერ გაიხსნა. ბოლოს ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორი სამეგრელო- აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 3-10 დეკემბერს მოეწყო. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა