ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში სამიზნეები დაბობმა

Tbilisi Daily

​ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში სამიზნეები დაბობმა. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების სამიზნე ორი ობიექტი გახდა. კერძოდ იერიში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაჯგუფების მიერ კონტროლირებად საწვრთნელ ცენტრზე მიიტანეს. ისრაელის სამხედროების განცხადებით, 10 ავიადარტყმა განხორციელდა. გამოცემის ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც არაბული ანკლავიდან ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხრეთით დასახლებულ პუნქტებში განგაშის სიგნალები ისევ ჩაირთო, რაც ღაზის სექტორიდან რაკეტების გაშვების დროს ხდება.