ალიევის ცნობით, შიშას აზერბაიჯანი აკონტროლებს
ამერიკის ხმა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლა.
"დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა გათავისუფლებულია სომხური ოკუპაციისგან. შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!" - განაცხადა მან.
სომხური მხარის განცხადებით, ბრძოლები შუშაში ისევ გრძელდება.
ქალაქი შუშა, რომელიც საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიაზე, სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში მდებარეობს, მნიშვნელოვანი სამხედრო დანიშნულების ადგილია, რადგან მდებარეობს დედაქალაქ სტეფანაკერტიდან 10 კილომეტრში, მთავარ გზაზე, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.
მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლები სექტემბრის ბოლოდან განახლდა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ რუსეთის - ორჯერ, ხოლო ერთხელ, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. თითქმის ექვსკვირიანი საბრძოლო მოქმედებისას, ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანს თურქეთი უმაგრებს ზურგს. სომხეთს სამხედრო სფეროში ხელშეკრულება აკავშირებს რუსეთთან.
https://www.amerikiskhma.com/a/aliev-on-shusha/5652730.html
#ახალი_ამბები
#მსოფლიო