საქართველოში ინფირებულთა რიცხვი გაიზარდა
Tbilisi Daily
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, გამოვლენილი ახალი კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებიდან 5 ადამინი იმ ჯგუფის წევრია, რომლებიც იტალიაში იმყოფებოდნენდა და მათგან ერთ-ერთი უკვე დაინფიცირებულია და მათთან 8 დღეა წევს.
მისი თქმით, მაშინ მოხდა ამ პირების მოკვლევა და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. თუმცა ინკუბაციის პერიოდი არ იყო გასული და ვირუსი განმეორებით ტესტირებისას დაუდგინდათ.
დაინფიცირებულებიდან ერთ-ერთი 12 წლის ბავშვია, რომლის მდგომარებაც დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.
#კორონავირუსი
#23დაინფიცირებული
#12წლისბავში
#იტალია
#tbilisidaily