ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საგზური ოთხმა გუნდმა მოიპოვა
Tbilisi Daily
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის პირველი სათამაშო დღის შემდეგ ფლეი-ოფის საგზური ოთხმა გუნდმა მოიპოვა.
ტურნირის მერვედფინალში „ჩელსი“, „სევილია“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ გავიდა. ლონდონელებმა, სევილიელებმა და ტურინელებმა „რენი“, „კრასნოდარი“ და „ფერენცვაროში“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლებით დაამარცხეს.
უნგრეთის კლუბის შემადგენლობაში „იუვეს“ წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა სრულად ითამაშა. რაც შეეხება ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე „ბარსელონას“, კატალონიელებმა სტუმრად კიევის „დინამოს“ 4:0 მოუგეს.