საფრანგეთში კორონავირუსის 3 093 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 146 პაციენტი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

გასული 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში​ „კოვიდ19“-ით 146 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ლაბორატორიულად კორონავირუსი კიდევ 3 093 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 24 447 კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 62 573 ადამიანი.