ბრაზილიაში კორონავირუსის 35 294 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Tbilisi Daily

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 35 294 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 685 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 5,9 მილიონზე მეტი შემთხვევა, აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ. ამასთან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში გარდაიცვალა 166 699 ინფიცირებული. კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა