ხელაშვილი: ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ენმ-ის აქტივისტების მუქარის შემდეგ გარდაიცვალა

Tbilisi Daily

"ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ", - ამის შესახებ პარტი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯაშვილი, ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან მუქარის შემდეგ გარდაიცვალა. "დაიღუპა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი, რომელიც ამ სამსახურში მუშაობდა 2006 წლიდან. ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს დაუყონებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით". - თქვა მან. "ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ", - ამის შესახებ პარტი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯაშვილი, ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან მუქარის შემდეგ გარდაიცვალა. "დაიღუპა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი, რომელიც ამ სამსახურში მუშაობდა 2006 წლიდან. ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს დაუყონებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით". - თქვა მან.