თბილისის მეტრო დროებით მუშაობას წყვეტს

Mediamall

თბილისის მეტროთი გადაადგილება სრულიად იკრძალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მეტროს მუშაობა -მდე შეჩერდება. აღნიშნული შეზღუდვა ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. ამასთან, საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან დროებით შეჩერებულია მიკროავტობუსების მომსახურებაც. „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. #stopcovid19 #coronavirus #georgia #metro