აჭარაში ყურბან ბაირამი აღნიშნეს
Tbilisi Daily
მუსლიმები ყურბან ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაული რამადანის თვის დამთავრებისთანავე იწყება და სამ დღეს გრძელდება. ბათუმის მეჩეთში მომლოცველები ტრადიციულად დილით 6 საათზე შეიკრიბნენ. დღეს მრევლს სიტყვით მუფთმა ადამ შანთამ მიმართა. ტრადიციისამებრ ამ დღესთან დაკავშირებით მსხვერპლად შინაური ცხოველები შეწირეს. მუსლიმებს ყურბან-ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა. ლოცვა ბათუმის ორ მეჩეთში შესრულდა. მუსლიმი მრევლი, რომელიც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს სალოცავად ღია ცის ქვეშ შეიკრიბა.
#ახალიამბები