გაორმაგებული შრომის ანაზრაურება და აჭარის მთავრობის სხვა ადმინისტრაციული ხარჯები
Batumi Daily
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შემოგვთავაზა ახალი კვლევა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მთავრობისა და საქვეუწყებო დაწესებულებებისგან გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რა თანხები მოხმარდა 2018-2019 წლებში შრომითი ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, საწვავის, სატელეფონო, წარმომადგენლობით და სამივლინებო ხარჯებს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჯამში, 2018-2019 წლებში:
შრომის ანაზღაურება
1. თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 41,863,172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17,811,655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია;
პრემიები
2. ამავე წლებში 928,907.86 ლარის ოდენობის პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა, რაც 2015-2016 წლებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების რაოდენობაზე (10,116,755 ლარი) დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია;
ავტოტრანსპორტის ხარჯები
3. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯებმა 905,421.54 ლარი შეადგინა, რაც 2015-2016 წლებში დახარჯული თანხის (1,947,271 ლარი) დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს;
სატელეფონო მომსახურება
4. სატელეფონო მომსახურებაზე 288,395 ლარი დაიხარჯა;
წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 446,502.84 ლარი გამოიყო;
სამივლინებო ხარჯები
5. ამ პერიოდში სამივლინებო ხარჯებს 986,854.06 ლარი მოხმარდა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (782,509 ლარი) დაახლოებით 205,000 ლარით მეტია.
სრულად ნახეთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საართველოს" კვლევა.
#აჭარისმთავრობა
#ხარჯები
#კვლევა
#ახალიამბები
#batumidaily
_____________________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
download.feedc.com