არის შეზღუდვები რომლებიც უნდა დარჩეს ძალაში - კობახიძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143939
არის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც უნდა დარჩეს ძალაში - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.
„როგორც კი მიღებული იქნება გადაწყვეტილება და დამტკიცდება კანონი, ჩვენ გვექნება ბუნებრივია განცხადებების გაკეთების საშუალება, დარჩენილ შეზღუდვებთან დაკავშირებით. შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნება, საგანგებო მდგომარეობის გარეშე ბუნებრივია კომენდანტის საათი ვერ გაგრძელდება. არის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც უნდა დარჩეს ძალაში, მაგ. საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვა. კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზეა საუბარი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების გაკეთება შეგვეძლება ჩვენ მას შემდეგ, რაც სამი მოსმენით დავამტკიცებთ ამ პაკეტს. ძაან მარტივად არის ყველაფერი, ოპოზიცია გოიმურად გამოიყურება, გოიმურად იქცევიან და ამ გოიმობის გამო ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.