კორონავირუსის დღევანდელი მონაცემები აჭარაში

Batumi Daily

საქართველოს მთავრობის ცნობით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 125 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 120 პაციენტი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 365 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 93, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 22 პირი. აჭარაში კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 457 მოქალაქე, ხოლო ​საკარანტინე სივრცეებში 46 პირი რჩება. ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის აჭარაში 1 970. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში