დაწესდება თუ არა მარნეულში ხელახლა შეზღუდვები?
Marneuli Daily
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. ხუთივე დაინფიცირებული ერთი ოჯახის წევრები არიან. 1 ივნისს კორონავირუსი ოჯახის სამ წევრს დაუდასტურდა, ხოლო დღეს, 2 ივნისს, კიდევ ორს.
„აღბული ანალიზებიდან სოფელ მარეთში იმ კონტაქტებიდან მარტო ორი ოჯახის წევრი არის დაინფიცირებული. ეს შემთხვევა იმ კლასტერს უკავშირდება, რომელიც გუშინწინ იყო დაინფიცირებული. დანარჩენი სხვა კონაქტები, ეს არის თანამშრომლები და მეზობლები აღიშნული ადამიანების. არცერთს არ დაუდასტურდა COVID-19“ - განაცხადა ზაურ დარგალმა.
მერიაში ამბობენ, რომ ორი ახალიშემთხვევის კონტაქტების დადგენა გაგრძელდება.
ქვემო ქართლის გუბერნატორი აცხადებს, რომ „კოვიდ-19"-ით ინფიცირებულები, სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტთან ახლოს ცხოვრობენ და იქვე იყვნენ დასაქმებულები.,,ესენი არიან სადახლოს საბაჟოს ტერიტორიაზე სოფელ მარეთში მცხოვრებლები და ფაქტობრივად, სამსახურიც იქ აქვთ ამ ხალხს. დღეს სრული მასშტაბით ტარდება მჭიდრო კონტაქტების დადგენა, ოჯახი გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებაში. იმედი მაქვს, რომ გავრცელება არ იქნება დიდი. ამ წუთისთვის მარნეულში რაიმე ისეთი საგანგაშო და ხელახლა რაიმე მასშტაბური შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ განიხილება“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
გუბერნატორის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ფაქტობრივად თითოეული მოსახლის გამოკვლევა მოხდა, ბოლო დადასტურებული 18 შემთხვევის კონტაქტები მოძიებულია და ისინი
კარანტინში არიან გადაყვანილი. რაც შეეხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, იქ 21 მაისიდან დღემდე ინფიცირების ახალი ფაქტი არ დაფიქსირებულა და შესაძლოა,კარანტინის რეჟიმი მუნიციპალურ ცენტრში ხუთშაბათს მოიხსნას.
„თეთრიწყაროში ბოლო დადასტურება იყო 21 მაისს იყო, ორკვირიანი საინკუბაციო ვადა იწურება 4 ივნისს. ჩვენ ვთქვით, რომ ამ კვირაში იწურება ეს ვადა და თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ თეთრიწყაროში შეზღუდვები მოიხსნება“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
#მარნეული
#მერეთი
#შეზღუდვები
#marneulidaily
#ახალიამბები
#news