ხმების გადათვლის შედეგად ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

Tbilisi Daily

ხმების გადათვლის შედეგად ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენმა 12 284 ხმით გაიმარჯვა. როგორც ჯორჯიის შტატის ვიცე-გუბერნატორმა, ბრედ რაფენსპერგერმა განაცხადა, შტატის ისტორიაში პირველმა აუდიტმა გამარჯვებულის ვინაობა დაადასტურა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტების მოთხოვნით, ბიულეტენები სულ 159 ოლქში გადათვალეს. შედეგად ტრამპმა 2 462 857 ხმა მიიღო, ხოლო ბაიდენმა 2 475 141. თუმცა, ამერიკული მედიის ცნობით, მცირე სხვაობა აძლევს საშუალებას ტრამპის იურისტებს, კიდევ ერთხელ მოითხოვონ ხმების გადათვალა, თუმცა ამჯერად სკანერების გამოყენებით. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. თავდაპირველად ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპი ლიდერობდა. 6 ნოემბერს კი, მას ბაიდენმა აჯობა. ამერიკულმა მედიამ არჩევნების გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი დაასახელა. დონალდ ტრამპი მარცხს არ აღიარებს და არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს.