კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა, 168 ისევ აჭარიდან არის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა, 168 ისევ აჭარიდან არის. მონაცემები ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა გააცნო ჟურნალისტებს. რეგიონების მიხედვით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: თბილისი - 8; იმერეთი - 43; კახეთი - 27; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6; სამცხე-ჯავახეთი - 4; ქვემო ქართლი - 4; შიდა ქართლი - 2. ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა მაჩვენებელი საქართველოში 4 664-მდე გაიზარდა. გამოჯანრთელდა 54 და ეს რიცხვი 1 759-ს  გაუტოლდა. ქვეყანაში ვირუსით 26 პირია გარდაცვლილი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30857269.html #ახალი_ამბები #twitter