მოსკოვში ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მოსკოვში მიმდიარეობს სასამართლოს სხდომა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმეზე. სასამართლომ უნდა დაადგინოს, რეალური პატიმრობით შეუცვალოს თუ არა მას ძველ საქმეზე პირობითი პატიმრობა, რაც ფართოდ მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ.
მსოფლიოში აღშფოთებას გამოხატავენ ნავალნის დაკავების გამო, რასაც კვირას ათიათასობით ადამიანის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთელს რუსეთში - უდიდესი ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში.
ნავალნი სასამართლოში იმყოფება, განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, როცა ის ონლაინ რეჟიმში ერთვებოდა პროცესს.
სხდომის დაწყებამდე ნავალნიმ შეაქო თავისი მეუღლე, იულია, რომელიც ასევე ესწრება სასამართლო პროცესს მას შემდეგ, რაც ის წინა დღეს დააჯარიმეს კვირის საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის.
მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მახლობლად მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარე ქუჩები ჩაკეტილია პოლიციის კორდონებით. სასამართლოს შენობის გარშემო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის მრავალი წევრი დგას. შორიახლოს დგას პოლიციის ავტობუსებიც.
დამოუკიდებელი სამეთვალყურეო ორგანიზაცია OVD-Info იტყობინება, რომ სასამართლოს შენობასთან და მიმდებარე ქუჩებზე ასზე მეტი ადამიანი დააკავეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31081847.html
#ახალი_ამბები
#twitter