კომენდანტის საათის დაწესების კონსტიტუციურობაზე სასამართლო იმსჯელებს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143475 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული კომენდანტის საათის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო. სასამართლო იმსჯელებს რამდენად კონსტიტუციური იყო მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვა. "მოცემულ შემთხვევაში პარლამენტის მიერ დამტკიცდა პრეზიდენტის ისეთი ბრძანება და დეკრეტი, რომლებიც მოკლებულია კონკრეტიკას და კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვის მანდატს სრულად გადასცემს საქართველოს მთავრობას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარი პროცედურა ნიშნავს პარლამენტის მიერ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე - საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებულ აქტებზე კონტროლის განხორციელებაზე უარის თქმას", - ვკითხულობთ სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ფოტო:"იმედი"