120 მილიონი დოლარი ფერადკანიანი სტუდენტებისთვის

Tbilisi Daily

მულტიმედიური კომპანია Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორი, რიდ ჰეისტინგსი 120 მილიონ დოლარს გაიღებს უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომელშიც ძირითადად ფერადკანიანი სტუდენტები სწავლობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია СNBC-ი ავრცელებს. „ამ თანხის დახარჯვა ბევრ რამეზე შეიძლება. კოლეჯები და უნივერსიტეტები, სადაც ფერადკანიანი სტუდენტები სწავლობენ, უკვე 150 წელი არსებობს“, - განაცხადა Netflix-ის ხელმძღვანელმა. რიდ ჰეისტინგსის თქმით, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა ტრაგედიაა, რომელმაც ბევრი აიძულა დაფიქრებულიყო იმაზე, რომ ამ უნივერსიტეტებისთვის რამე სასარგებლო გაეკეთებინა. როგორც Netflix-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ თანხიდან პირველი 40 მილიონი დოლარი სამ კონკრეტულ სასწავლო დაწესებულებას გადაეცემა. წყარო: https://www.cnbc.com/2020/06/17/netflix-ceo-hastings-donating-120-million-to-historically-black-institutions.html?&qsearchterm=netflix #ახალიამბები #მოგზაურობა #ბიზნესი #მეცნიერება