უკრაინას ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა სურს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის თაობაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს. ამის შესახებ, სამთავრობო სხდომაზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ქვეყნის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, ვეტერანმა სპორტსმენმა ვადიმ გუტცაიტმა. ინიციატივის ავტორი კი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოფილა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელები 2028 წლის ზაფხულის და 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე განაცხადის მომზადების საკითხს განიხილავენ და ამის შესახებ აუცილებლად ისაუბრებენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან, რომელიც კიევში ვიზიტისთვის ემზადება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30765485.html #ახალი_ამბები #twitter