კორონავირუსის ახალი შტამი უკრაინაშიც დაფიქსირდა

Tbilisi Daily

უკრაინელი ინფექციონისტის ვიქტორ პეტროვის თქმით, დასავლეთ უკრაინაში უკვე დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამი. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian ავრცელებს. ექიმის თქმით, მის ერთ-ერთი პაციენტი კორონავირუსის ახალი შტამით არის ინფიცირებული. „ერთი ასეთი მაგალითია ჩემი პაციენტი ნიკოლაი. ის არის მიგრანტი მუშაკი, ხშირად მოგზაურობს. ის ვირუსის იმ შტამით არის დაავადებული, რის შესახებაც დიდ ბრიტანეთში განაცხადეს. ვადასტურებ ამ შემთხვევას და ვამბობ, რომ ერთი ასეთი შემთხვევა უკრაინაშიც დაფიქსირდა“, - აცხადებს ექიმი. ექიმმა ასევე დასძინა, რომ ვირუსი ძალიან აქტიურად გარდაიქმნება.