ღარიბაშვილი: მასშტაბური რეფორმებით პროკურატურა გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს. მან პროკურორთა საერთაშორისო 27-ე წლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში. "პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენს დროს პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით, კონსტიტუციით იქნა აღიარებული და სრულიად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა. მასშტაბური რეფორმების შედეგად, საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და მუდმივად ვითარდება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველო 25-29 სექტემბერს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ უსაუბრია იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს პროკურატურას - მათ შორის გახმაურებულ საქმეების გამოძიებაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები უწყების ნაკლოვან მხარეებად ასახელებენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/32052270.html

Source: radiotavisupleba.ge