ხათუნა ზახაშვილი კიდევ ერთხელ ხსნის, როგორ უნდა ეკეთოს ადამიანს ნიღაბი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ პირბადის ტარება კორონავირუსის გადაცემის შესამცირებლად მნიშვნელოვანია, თუმცა აუცილებელია მისი სწორად გამოყენება. "არასწორი წარმოდგენაა, რომ ჯანმრთელ ადამიანს ნიღაბი უნდა ეკეთოს უკუღმა ანუ ღია ფერი და მუქი - შიგნით. ფეიკების სახით გავრცელდა და საზოგადოებამ აიტაცა. გახსოვდეთ, რომ მუქი ფერის უნდა გეკეთოთ გარედან - ის არის წვეთების ამრეკლი შრე და შიდა ფენა არის შემწოვი, რომელიც თქვენგან გამორტყოცნილ წვეთებს შეიწოვს", - თქვა მან. მისვე თქმით, მისი ხმარება დანესტვამდე შეიძლება, მაგრამ არაუმეტეს 5 საათისა. ზახაშვილმა თქვა, რომ თუ პირბადე მალე დაინესტება, ის უნდა გამოუსადეგარია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 32 127 შემთხვევა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30915367.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)