"კარანტინის კატების ვიდეოფესტივალი"
Tbilisi Daily
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ონლაინ რეჟიმში 19 ივნისს "Quarantine Cat Film Festival" გაიმართება. ვიდეოების მიღება კი 15 მაისს დაიწყება.
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაგზავნოთ 30 წამიანი ვიდეო. მისი შინაარსი უნდა იყოს ჩვეულებრივი, ისეთი, როგორსაც ჩვეულებისამებრ ცხოველებს უღებთ ხოლმე. გაგზავნილი ვიდეოების მაქსიმალური რაოდენობა 3-ა.
გამარჯვებულები 19 ივნისს გამოვლინდებიან. იმავე დღეს შეგროვილი ვიდეორგოლებიდან დამზადებული ერთსაათიანი ფილმი ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება. ფილმის სანახავად კი ბილეთის შეძენა დაგჭირდებათ. შემოსული თანხის ნახევარი დამოუკიდებელ ადგილობრივ კინოთეატრებს გადაეცემა, ხოლო მეორე ნახევარი კი კონკურსის გამარჯვებულებს შორის გადანაწილდება.