🌖🌖მთვარის მეცხრამეტე დღე🌖მესამე ფაზა, გრიგორიანული კალენდარის 39-ე დღე, წლის დასრულებამდე 326-ი დღეა.
როგორი ადამიანები დაიბადნენ:
8 თებერვალს ძლიერი, კეთილშობილი, ძლიერი ნებისყოფის მქონე და გულმოწყალე ადამიანები იბადებიან. ისინი არასდროს გადააბიჯებენ სხვის ტკივილს და თხოვნის გარეშე დაეხმარებიან სხვას, თანაც - უანგაროდ. როგორც წესი, გვერდით მეგობრები ჰყავთ, რადგან ადამიანები მასში ძალას, სიმშვიდესა და სიმყუდროვეს გრძნობენ. თუმცა, მათი მსხვერპლად შეწირვის საქციელი მათ წინააღმდეგ შეიძლება შემობრუნდეს. ამიტომ ამ დღეს დაბადებულებმა სიკეთე თავიანთ საზიანოდ არ უნდა გააკეთონ, მათ კარგად უნდა გაიაზრონ საკუთარი ქმედებები. ეს ეხება ფინანსურ მხარესაც - ფულის მიმართ თუ გონივრული დამოკიდებულება ექნებათ, შეძლებენ თანხის დაგროვებას და მშვიდი სიბერის უზრუნველყოფას.
რას გვირჩევენ ვარსკვლავები:
მიმდინარე მოვლენებს რეალურად შეხედეთ. ინტუიცია განვითარებას საჭიროებს. სამუშაო ვალდებულებები, ყველა სირთულის მიუხედავად, უნდა შესრულდეს. ყველაფერი იოლად არ გამოდის. ერიდეთ თვითგანადგურებას.
ვინ დაიბადა:
ინგლისელი მწერალი ჯონ რესკინი.
ფრანგი მწერალი ჟიულ ვერნი.
სათავგადასავლო ლიტერატორი.
სინამდვილეში, მას არასოდეს უმოგზაურია, თუმცა მილიონობით მკითხველს სამყარო წიგნივით გადაუშალა და ფანტასტიკური მოგზაურობისა და თავგადასავლების დაუვიწყარი ეპიზოდები შესთავაზა. ეს ჟიულ ვერნია - სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ფუძემდებელი და სათავგადასავლო რომანების ავტორი.
ქართველი მწერალი და პუბლიცისტი ივანე მაჩაბელი.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:
დიდი მეფის დავით აღმაშენებელის ხსენების დღეს.
ხელში გელათი უჭირავს ერთში,
წიგნი უჭირავს მეორე ხელში.
მეფეა
კახთა,
სომეხთა,
რანთა,
აფხაზთა,
სვანთა
და უდიმართა.
ტანზე ქრისტესი აცვია კვართი,
გადაჰყავს თევზნი
რიონში მტკვართით.
მზეა კახთა,
მთიები – რანთა,
ლიფლიფი –
სვანთა და უდიმართა.
მხარზე ვეება გაუდევს ლოდი
და მოდის –
თითქოს უტვირთოდ მოდის! –
მეფენი შვიდნი
ვინც პურად დასხნა,
საზღვართა გარე
ვინც მტერნი გასხნა,
იმერთა წყალთა
ვინც თევზნი შთასხნა,
ვინც ვერ ისვენებს საფლავში ახლა.
მუხრან მაჭავარიანი
დღის საკითხავი:
“ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე.“
„როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე – ბოლოთი.“
„სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი – კოცნით, მეფე – ღიმილით, ხოლო მოღალატე – პატივის მიგებითა.“
“უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება – ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს.“
„ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად.“
კონსტანტინე გამსახურდია
ბედნიერ დღეს გისურვებთ♥️🙏💫✨