9 იანვარი

Byკალენდარი ფიდსზე | Calendar on FeedcGeorgia8 Jan, 2022
12
მთვარის მერვე დღე🌙🌙🌙🌟🌟🌟
9 იანვარს დაბადებულები
9 იანვარს დაბადებულები ერთ ადგილას არ სხედან, მათ დიდი ენერგია აქვთ და სულ შფოთავენ. არიან ნებისყოფიანი, მტკიცე ხასიათის, მამაცურად ეფარებიან ამბრაზურას, რომ თავიანთი უდრეკობით სასურველს მიაღწიონ. ბუნებით ლიდერები და შესანიშნავი ორგანიზატორები არიან. ჩვეულებრივ, ზედმიწევნით დეტალური დაგეგმვა ახასიათებთ, რაც შემდგომ გამარჯვებითა და შეცდომებისგან თავის არიდებით გვირგვინდება. თუ ცხოვრების პირველი ნახევარი წარმატებებით არ გამოირჩევა, მოწიფულობაში კეთილდღეობა და წარმატება ელოდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია დროთა განმავლობაში შეძენილი სიბრძნე. 
9 იანვარს დაბადებულებს დიდი ამბიციები და მაღალი მიზნები აქვთ. მათთვის ჩანაფიქრის განხორციელება რეალური მიზნის ხორცშესხმა და საკუთარი პიროვნების რეალიზაციაა. მათ შეუძლიათ ოცნებისა და მიზნისკენ წლიდან წლამდე სვლა და მასში მთელი ენერგიის ჩადება. მათ საოცარი ნებისყოფა აქვთ. ცხოვრებაც სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს და ამის ხელიდან გაშვებას ამ დღეს დაბადებულები ნამდვილად არ აპირებენ. ხანდახან წარუმატებლობებიც აქვთ, თუმცა ჭრილობებს მალე იხორცებენ, მოქნილობა და მიზანსწრაფულობა ნებას არ აძლევს, დიდხანს მიეცენ პესიმიზმს და მალე დგებიან ფეხზე. ამიტომ მათი ბოლომდე გატეხა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ამ დღეს დაბადებულებმა უნდა გააფართოვონ საკუთარი მსოფლმხედველობა, სამყაროს აღქმა. ასე აიცილებენ ზედმეტ პრობლემებს და შავისა და თეთრის მიღმა ალტერნატიულ ფერებს აღმოაჩენენ. ასევე, ეს შესაძლო გადაწყვეტილებების სფეროს გაზრდის და საზოგადოებაში წონას შემატებს, თუ ამჟამინდელ მეტოქეებში მომავალ მეგობრებსა და თანამოაზრეებს აღიქვამენ.

9 იანვარს დაბადებულები:

ქართველი პოეტი სიმონ ჩიქოვანი.
“გრძნობით სავსეა გულის ჭურჭელი,
ცაცხვი მაგრილებს თუ ნიაქვარი.
ჩემი ცხოვრების ერთი ფურცელი
ზღვაზე ირხევა, ვით იალქანი.”
ამერიკის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. 
მისი ამაღელვებელი სიტყვები დღესაც აქტუალურია.
“ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ შეიძლება ვერ გიტანდნენ, მაგრამ ისინი ვისაც სძულხართ ვერასოდეს გაიმარჯვებენ, სანამ თქვენც არ შეიძულებთ მათ.“
სომეხი კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი.
“კინო ჯადოქარი, რომელმაც დრო დაამარცხა”.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:
მოციქული სტეფანე
თეოდორე აღმსარებელი

დღის საკითხავი:

ცისფერი ან შავი (მას ორივენაირად უწოდებენ) წყლის ვეფხვის წელი ცვლილებებს მოიტანს. ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი იგრძნობს ამ ცხოველის ძალას.
ვეფხვის წელი არა 1 იანვარს, არამედ 1 თებერვალს დადგება და 2023 წლის 21 იანვრამდე გაგრძელდება.
წელიწადს ორი სიმბოლო აქვს – ხე, რომელიც სტაბილურობის სიმბოლოა და წყალი – ადამიანებს კვებავს გრძნობებითა და შემოქმედებითი ძალებით.
მტაცებელი ცხოველი ადამიანებში გააღვიძებს ოპტიმიზმსა და მიზანსწრაფვას, აიძულებს მათ ოცნებებისკენ სწრაფად იარონ. ეს შესამჩნევად კონტრასტული იქნება გაწონასწორებულ და შედარებით მშვიდ ხართან შედარებით. რევოლუციური ვეფხვი უამრავ ცვლილებას მოიტანს და დაარღვევს სტერეოტიპებს.
2022 წელი იქნება ინოვაციური და აქტიური პერიოდი. შეიძლება ითქვას, რომ ვეფხვი მფარველობს არა მათ, ვისაც სიყვარული შეუძლია, არამედ მათ, ვინც მზადაა ცხოვრებაში სასურველ სიმაღლეებს მიაღწიოს.
ვეფხვი ერთგული ცხოველია, ამიტომ მიუხედავად მთელ მსოფლიოში არსებული ვითარებისა, ოჯახი უსაფრთხოდ იქნება. ოჯახური სიმყუდროვე, სიმშვიდე, გაგება სიყვარულში – სწორედ ამას უნდა ველოდოთ წელს.
Byკალენდარი ფიდსზე | Calendar on FeedcGeorgia8 Jan, 2022
12