9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღინიშნება. თუმცა ეს რუსული პოლიტიკური კალკა ცოტათი გაუგებარია ჩემთვის, რადგანაც 1945 წლის 9 მაისის შემდეგაც ფაშისტურ რეჟიმებმა გააგრძელეს არსებობა ევროპაში, როგორც ესპანეთში ფრანკოს რეჟიმის სახით, ისევე პორტუგალიაში სალაზარის რეჟიმის სახით. ეს რეჟიმები დასრულდა 60-70-იან წლებში.
მეტიც მსგავსი ხასიათის რეჟიმები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით არერთი ჩამოყალიბდა ლათინურ ამერიკასა და აზიაში. ცივი ომის შემდეგ ფაშიზმი მედგრად აგრძელებდა ბრძოლას კომუნიზმის წინააღმდეგ ამ კონტინენტებზე, რადგანაც დემოკრატიული მმართველობები ვერ უწევდნენ სათანადო წინააღმდეგობას საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილ კომუნისტურ ძალებს.
რაც შეეხება დღევანდელობას, ფაშიზმის სამშობლოში - იტალიაში გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ოფიციალურად რეგისტრირებული იყო (არ ვიცი ეხლა თუ არის) და მონაწილეობდა არჩევნებში ნეოფაშისტური პარტია, ფაშიზმის ფუძემდებლის ბენიტო მუსოლინის შვილიშვილის ხელმძღვანელობით.
ამიტომაც, ცოტა გაუგებერია როგორ დამარცხდა ფაშიზმი, როცა მისი იდეოლოგია აგრძელებდა არსებობას დღევანდლამდე.
ჩემი აზრით, 1945 წელს დამარცხდა და გასამართლდა გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი და მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა, რომელიც გერმანელი ერის სხვა ერებზე ბატონობის იდეოლოგია იყო, განსხვავებით ფაშიზმისა, რომელიც აღიარებს სახელმწიფოს უპირატესობას პიროვნებაზე და მხოლოდ სახლმწიფოში განიხილავს ადამიანს პიროვნებად. მათ შორის მსგავსება მხოლოდ სახელმწიფო მართვის დიქტატორულ ფორმაშია, რომელიც ასევე სხვა პოლოტიკურ იდეოლოგიებშიც გვხდება.
ასე, რომ რუსული იდეოლოგიური კალკის მაგივრად, ქართულად უნდა გავიაზროთ ეს მოვლენა და ღირსეულად უნდა მივულოცოთ ჩვენს ვეტერანებს ეს დღე. ეს მათი გამარჯვების დღეა და ეს გამარჯვება რუსეთის ესკლუზივი არ არის მხოლოდ. მეტიც მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არის უდიდესი სიმდაბლე.
გულითადად ვულოცავ ჩვენს საამაყო ვეტერანებს ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებ მათ დღეგრძელობას!!!
ყველა დაღუპული ქართველი მეომრის ხსოვნა იყოს. ისინი საქართველოსთვის იბრძოდნენ!!!