🌖🌖🌖მთვარის მეოცე დღე, მესამე ფაზა, მთავარე სასწორშია. გრიგორიანული კალენდარის მე- 4️⃣0️⃣-ე დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 3️⃣2️⃣5️⃣-ი დღე.
როგორი ადამიანები დაიბადნენ 9 თებერვალს:
9 თებერვალს დაბადებულები მიზანსწრაფული, თავდაჯერებული, ნებისყოფიანი და ძლიერი პიროვნებები არიან. მტკიცე და ჯიუტი ხასიათით ბევრს აღწევენ ცხოვრებაში, მაგრამ, ამავე დროს, რომანტიკაც მათთვის უცხო არ არის. კარგი ინტუიცია მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ეს ადამიანები კეთილი და გულისხმიერი არიან.
ამ დღეს დაბადებულები გატაცებული არიან მისტიკით, ოკულტიზმით, ასტროლოგიით. მათი ცხოვრება მდიდარი და მოვლენებით აღსავსეა, სულ მოძრაობაში არიან. მათ იციან, როგორ გამოიმუშაონ ფული - ფინანსები მათი მოწოდებაა. მათ ოჯახებში, ჩვეულებრივ, კომფორტი და მეგობრული ატმოსფეროა.
ამ დღეს დაბადებულებისთვის აუცილებელია სტაბილურობა, რასაც ერთგული მეგობრები ნაწილობრივ შეუწყობენ ხელს.
ვინ დაიბადა:
ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე-ტომას პეინი.
ამერიკის მეცხრე პტეზიდენტი უილიამ ჰენრი ჰარისონი.
იაპონელი მწერალი ნაცუმე სოსეკი.
ჰოლანდიელი არქიტექტორი იაკობუს აუდი.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:
იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილების აღმოყვანების დღეს.
ბევრი სიწმინდეა საქართველოში. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქრისტიანობის უდიდესი მამის - წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი კომანში. სწორედ კომანში 407 წელს გარდაიცვალა წმინდა იოანე ოქროპირი, მას დედოფალ ევდოქსიასგან ბიჭვინთაში გადასახლება ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ნაწამებმა მღვდელმთავარმა იქამდე ვერ მიაღწია და კომანში აღესრულა. გარდაცვალების წინ მას წმინდა ვასილისკო გამოეცხადა, განამხნევა, ამცნო, რომ დადგა მისი უფალთან წარდგომის ჟამი. წმინდა იოანემ წარმოთქვა: "მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის" და ასე მიაბარა სული მაცხოვარს.436 წელს იმპერატორმა თეოდოსიმ კონსტანტინოპოლში წმინდა იოანეს ნეშტის გადასვენება გადაწყვიტა. მაგრამ მისი უხრწნელი სხეულის კუბოდან ამოსვენება ვერ შეძლეს. მაშინ თეოდოსიმ წერილი გაუგზავნა წმინდა იოანეს - თავისი მშობლების (იგი ევდოქსიას შვილი გახლდათ) უსამართლობის გამო შენდობას სთხოვდა. როცა წერილი გულზე დაადეს, წმინდანის სხეული უკვე დაჰყვათ და იგი ახალ კუბოში გადაასვენეს. ძველი ქვის სარკოფაგი იქვე დარჩა და მისი შეხებითაც კი იკურნებოდნენ სნეულნი. წმინდა იოანე ოქროპირის გარდაცვალების დღე 27 სექტემბერია.
“როდესაც ჩიტები ჰაერში მაღლა დაფრინავენ, მათ მახით ვერ დაიჭერ; ასევე შენც ვერ დაგიჭერს ვნებებისა და საცდურების მახეები, როდესაც ზეცად ამაღლდები. ვინც მთის წვერზე ავიდა, მას ქალაქი და მისი გალავანი მცირედ მოეჩვენება, მიწაზე მოსიარულე ადამიანები კი – ჭიანჭველებად. ასევე შენც ყველაფერი მიწიერი არარაობად მოგეჩვენება, თუ ღვთის სიყვარულში ამაღლდები.”
“მშობლები არა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისთვის დაისჯებიან, არამედ თავიანთი შვილებისაც, თუ მათ ღვთისმოშიშებით არ აღზრდიან.”
იოანე ოქროპირი
დღის საკითხავი:
რაც არ უნდა კეთილი გვინდოდეს შვილებისათვის, თუ კეთილს არ გავაგონებთ, კარგს მაგალითს არ ვაჩვენებთ, შვილების სიკეთით დატკბობას ვერ მოვესწრებით. მარტო სურვილი და სიკეთის სიყვარული შვილებისადმი არ კმარა; ცოდნა, შეგნებაა საჭირო.
ბოროტი არ იბადება არასდროს კაცი.მის გაბოროტებაში გამზდელი, მშობლები, თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე.
ბოროტება, სიგულფიცხე, ბრაზი, ბავშვის გულში ცოტ- ცოტაობით იზრდება, ამაში ჩვენი უყურადღებობა და ცუდი მაგალითია.
როგორ მოვიქცეთ შვილებთან? ამისთვის საჭიროა შვილებზედ თვალყური გვეჭიროს და კარგი მაგალითი ვაჩვენოთ.
შვილებს თვალყურს კარგად მაშინ ვადევნებთ, როდესაც შვილები გვეყვარება, ამიტომ ყველაზე საჭირო სიყვარულია. მე, თუ კაცი მიყვარს, იმისთვის არაფერს დავიშურებ.
რაკი დაინახავენ, რომ გვიყვარს შვილები, გვენდობიან კიდეც, რჩევას გაგვიგონებენ, მაგალითს ჩვენგნით აიღებენ და ეცდებიან ჩვენ დაგვემსგავსონ.
ყმაწვილს თუ დედ-მამის რჩევა, სიტყვა არ სწამს, საქმე მორჩომილია, აღარც მაგალითს ექნება ძალა.
თუ გვინდა, ჩვენს სიტყვას შვილებმა ფასი დასდონ, ხუმრობითაც ტყუილი არ უნდა უთხრათ და სხვებსაც უნდა ვსთხოვოთ, ტყუილს არ მიაჩვიონ ჩვენი შვილები. ცხოვრებაში ბევრს განსაცდელს მოელის კაცი, ბევრჯელ დასჭირდება იმას ტყუილის თქმა. ამიტომ მშობლებმა უბრალო ხუმრობაშიც, ტყუილს უნდა თავი დაანებონ.
შვილები რაკი გვეყვარება, სასტიკად, მხეცურად არ მოვეპყრობით. შურით და ცემით ბოროტი კაცი ვის გაუკეთილებია?
ცემით დაშინება შეიძლება კაცისა, გაპატიოსნება კი – არაოდეს.
სული, მხოლოდ სული, მოქმედობს სულზე, მხოლოდ გული იცნობს გულსა.
სიყვარულით და ჩაგონებით შეიძლება ასწავლოს შვილს მშობელმა სიყვარული, გულკეთილობა და გონიერება.”
ვაჟა-ფშაველა
მშვიდობიან დღეს გისურვებთ🙏♥️💫✨