გლუკოზა სისხლში ჩნდება საკვებიდან, რომელიც შეიცავს კარბოჰიდრატებს, ასეთია პური, მაკარონი, ხილი.
ჩვენს უჯრედებს ესაჭიროება გლუკოზა ენერგიისთვის, ის ენერგიის პირველი წყაროა ორგანიზმისთვის. თავის ტვინი საკვებად მხოლოდ გლუკოზას იყენებს.
ჰორმონი ინსულინი კი აკონტროლებს სისხლში გლუკოზის ნორმალურ შემცველობას.
სისხლში შაქრის დონე:
1. ნორმა: უზმოდ 200 მგ/დლ
სისხლში გლუკოზის ნორმაზე მაღალ შემცველობას ჰიპერგლიკემია ეწოდება. ნორმაზე დაბალს ჰიპოგლიკემია. ნორმალურს კი ნორმოგლიკემია.
შაქრის დონის კონტროლი აუცილებელია, იმისთვის რომ შევაფასოთ ნახშირწყლოვანი ცვლა, მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტის ან მისი წინარე მდგომარეობის აღმოსაჩენად.
ადამიანებისთვის, შემდეგი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, სასურველია გლუკოზის დონის კონტროლი, რათა შაქრიანი დიაბეტის ან მისი წინარე მდგომარეობის აღმოჩენა დროულად მოხდეს:
დიაბეტის განვითარების რამოდენიმე რისკ-ფაქტორი არსებობს:
1. მაღალი წნევა
2. სისხლში დიდი რაოდენობით ქოლესტეროლის არსებობა
3. თამბაქოს მოხმარება
4. ჭარბი წონა
5. სტეროიდების მიღება
6. რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად