ეს მე ვარ პირველ კლასში, რთული ბავშვობა გამოვიარე - ომი, უბედურება, უშუქობა, უყველაფრობაც კი, სადღაც ბავშვობის განცდაც კი დავკარგე, “პატარა დიდიც” ვიყავი, ბევრ რამეზე ვოცნებობდი და მესურვილებოდა, თუმცა ამაოდ... მხოლოდ ჩემი სახლის წინ ტანკებით და სხვა მძიმე ტექნიკით ავტომატიანებს ვუყურებდი, როგორ აფუჭებდნენ ყველაფერს... მძიმე იყო და დღესაც მზარავს, რომ მახსენდება...
ბავშვები იმსახურებენ ბედნიერებას, კარგ გარემოს, სიტკბოებას... ბედნიერები და ლაღები უნდა იზრდებოდნენ!
გილოცავთ და შეგვძლებოდეს ჩვენი, თქვენი, სხვისი შვილებისთვის ბედნიერების უზრუნველყოფა ❤️