ქუთაისში კორონავირუსით 23 წლის გოგო სახლში გარდაიცვალა

0
ქუთაისში ახალი კორონავირუსით 23 წლის გოგო გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მას ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. გოგონა თვითიზოლაციაში იყო და სახლში მკურნალობდა. ოჯახის ახლობლის განცხადებით, ბოლო დღეებში მას მაღალი ტემპერატურა და ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, თუმცა კლინიკაში გადაყვანა ვერ მოხერხდა "ადგილების არ ქონის გამო კლინიკაში ვერ გადაიყვანეს. ბოლო დღეებში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, სუნთქვა გაუძნელდა. შაქარმა მოიმატა, გამოიძახეს სააწრაფო, პირველ ჯერზე დაურეგულირეს, მეორედ კომაში ჩავარდა და კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა", - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი. იმერეთში, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლეები
#კორონავირუსი
#kutaisidaily
topnews
0