თურქეთი როგორც სამომავლო მოკავშირე თუ მტერი?

0
ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დღესაც არის შემორჩენილი ზიზღიცა და შიშიც თურქეთის მიმართ, მრავალსაუკუნოვანი მტრობა თითქმის ერთი საუკუნის წინ შეწყდა ყარსის ხელშეკრულებით, რომელმა დოკუმენტმაც სომხეთის ისტორიული დედაქალაქის სახელი მიიღო, შესაბამისად ამ დოკუმენტმა სომხეთსაც და საქართველოსაც დააკარგინა ისტორიული მიწები, თუმცა ამ ხელშეკრულებამდე იყო სომხების გენოციდი და თურქეთის მცდელობა წაერთმია საქართველოსთვის აჭარა, რის შემდეგაც მათ პრეტენზია გურიის ნაწილზეც გაუჩნდებოდათ. შიში და ზიზღი გარკვეულწილად გასაგებია, რადგან გათურქების მრავალსაუკუნოვან მცდელობას მრავალი ათასი ქართველი შეეწირა, თუმცა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელი ომი საუკუნის წინ იყო, საუკუნის განმავლობაში კი ისე როგორც მსოფლიო, თურქეთიც მეტად ჰუმანური და პროდასავლური გახდა, სანამ ერდოღანი და მისი თანამოაზრეები კიდევ ერთხელ აურევდნენ სიტუაციას სამხრეთ კავკასიასა და სირიაში. თურქები, აზერები და სხვა თურქული წარმომავლობის ხალხები ჩვენს ირგვლივ წარმოადგენენ დაახლოებით 400 მილიონ მოქალაქეს, თუმცა მათ სრულ სახმელეთო თუ საზღვაო მეზობლობას ხელს უშლის ირანი, საქართველო, რუსეთი, სომხეთი და ვინაიდან თურქეთი ვერ გაბედავს რუსეთზე თავდასხმას, ამჯობინა სომხეთზე ზეწოლა აზერბაიჯანის ხელით, რის შედეგადაც მათ მიიღეს სომხეთზე გამავალი კორიდორი, რომელიც მნიშვნელოვანია ეკონომიკურად. ერდოღანის მმართველობამ თურქეთს მოუტანა ურთიერთობის გაუარესება საბერძნეთთან, სომხეთთან, საფრანგეთთან, შტატებთან, სამხრეთ მეზობლებთან, ევროკავშირთან, ამ ქვეყნებიდან ზოგიერთთან თურქეთს არც არასდროს ჰქონია კარგი ურთიერთობა, თუმცა ერდოღანის განცხადებებმა, ქმედებებმა და ეკონომიკურმა იმპერიალიზმმა კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია, ერთადერთი მეზობელი რომელთანაც მათ ღია აგრესია არ აქვთ საქართველოა. კავკასიაში გეოპოლიტიკის ცვლილების მიუხედავად უნდა გავითვალისწინოთ თურქეთის ღია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მხრივ, ასევე უნდა ავღნიშნოთ თურქეთის თავდაცვის ძალების მიერ გრანტით გადმოცემული სამხედროებისთვის საჭირო ტექნიკა, უნდა გავიხსენოთ ეკონომიკური პროექტები, რომლებიც სასიცოცხლოა თურქეთისთვის. მაგრამ, რაც არ უნდა შეიცვალოს დრო და ხალხი, ყოველთვის გამოერევა ისეთებიც რომლებსაც გონებაში და გულში ექნებათ სურვილი თურქეთისთვის იმ დიდების აღდგენა, რომელიც მათ ოტომანთა მმართველობის პერიოდში ჰქონდათ!
იმედია იმ დროისთვის მაინც გვექნება იმის უნარი რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენვე დავიცვათ და არ ვიყოთ დამოკიდებული იმპერიალისტების წყალობაზე.
#ისტორია
#გეოპოლიტიკა
#სიახლე
#საქართველო
0