როგორ გამოვიყენოთ ჩაის ხის ზეთი? პროდუქტი,რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ

0
დღეს მინდა ჩემი საყვარელი პროდუქტი გაგაცნოთ-ჩაის ხის ზეთი. ის გამორჩევა მისი მრავალფეროვანი გამოყენების გზებით და ეფექტურობით. მაშ ასე:

აკნეს საწინააღმდეგოდ.

გამოიყენეთ 5%-იანი კონცენტრაციის ზეთი. შეურიეთ ზეთის 5 ნაწილი წყლის 95 ნაწილს. შეიზილეთ ხსნარი სახეზე დილას და საღამოს. (მე ხანდახან დამატენიანებელშიც ვურევ 2-3წვეთს და ეფექტი ძალიან კარგია)

ანტისეპტიკი(ის რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება)

ჩაის ხის ზეთი ეფექტურია მცირე ჭრილობების, ანთებისა და ჰერპესული გამონაყარის დროს. შეიზილეთ რამდენიმე წვეთი ზეთი პრობლემურ ადგილას. გამოიყენეთ 5%-იანი კონცენტრაციის ზეთი.

თმის გასანჯასაღებლად

ზეთი კარგად ზემოქმედებს თმის ფოლიკულების მდგომარეობაზე. ზეთის 5%-იანი შემცველობის შამპუნი დაგეხმარებათ ქერტლის მოშორებაში.

For relax

ჩაის ხის ზეთი დადებითად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ჩაასხით აბაზანაში 8-10 წვეთი ზეთი. ეს დაგეხმარებათ მოდუნებაში და გათავისუფლდებით შფოთვებისგან.

წარმოიდგინეთ ანგინის დროსაც

თასში ჩაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დაამატეთ 2-3 წვეთი ზეთი და ჩაიტარეთ ინჰალაცია. პირველივე პროცედურის შემდეგ ყელის ანთება ჩაცხრება.

თუ მწერებმა დაგკიბინეს(თან ახლა იწყება მათი შემოტევაც)

ჭრილობის დეზინფეცირებისთვის, ტკივილისა და ქავილის მოსახსნელად, ჩაის ხის ზეთის 5%-იანი ხსნარი წაისვით ნაკბენზე და შეიხვიეთ. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-3ჯერ დღეში

საწმენდი საშუალება

ჩაის ხის ზეთის გამოყენება სახლის ჰიგიენისთვისაც არის შესაძლებელი. პულველიზატორიან ბოთლში ჩაასხით 120 მლ ძმარი, 700 მლ წყალი და დაამატეთ 10 წვეთი ზეთი. აი რატომ მიყვარს ეს პროდუქტი?
#skincare
#selfcare
#teetreeoil
#სახისმოვლა
#სახისკანი
#კანისმოვლა
Tbilisi
#ახალიამბები
0