"დაჩიპვა", DNA-ის შეცვლა, მწვავე გვერდითი მოვლენები

0
მეც­ნი­ე­რებ­მა სხვა­დას­ხვა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან უკვე შექ­მნეს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი. ამ ეტაპ­ზე უკვე ცნო­ბი­ლია სამი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ და პო­ზი­ტი­უ­რი პროგ­ნო­ზით, ვაქ­ცი­ნა­ცია ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უკვე დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა. ვაქ­ცი­ნე­ბი შექ­მნეს Pfizer-მა, Moderna-მ და ასე­ვე ოქსფორ­დელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბავს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით შეხ­ვდა და რო­გორ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ­ბობს, "გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლე უფრო კაშ­კა­შა გახ­და“, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, ვაქ­ცი­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დნენ და ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, არა­ერ­თი მითი და ე.წ. ფეიკ ნი­უ­სი კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად გავ­რცელ­და. იმ ფონ­ზე, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი მრა­ვალ­გზის გა­მოც­დი­ლი გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­საც კი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ, ალ­ბათ, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ რე­კორ­დუ­ლად სწრაფ დრო­ში შექ­მნილ ვაქ­ცი­ნა­საც ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჰყავ­დეს. "ფეიკ ნი­უ­სე­ბის" უმე­ტე­სო­ბა ძი­რი­თა­დად უკავ­შირ­დე­ბა მისი სა­შუ­ა­ლე­ბით "და­ჩიპ­ვას", დნმ-ის შეც­ვლას, მწვა­ვე ფორ­მებ­ში გა­მოვ­ლე­ნილ გვერ­დით ეფექ­ტებს და ა.შ. მსგავ­სი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ვრცელ­დე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ამ სა­კი­თხი­სად­მი მი­ძღვნილ არა­ერთ პოსტს ნა­ხავთ. გან­ვი­ხი­ლოთ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­თე­ბი და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი: ბილ გე­ით­სი და მიკ­რო­ჩი­პე­ბი ბილ გე­ით­სი­სა და მიკ­რო­ჩი­პე­ბის სა­კი­თხი ბოლო კვი­რე­ბია "ტვი­ტერ­ში“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­მაა. Microsoft--ის მი­ლი­არ­დე­რი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბილ გე­ით­სი პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა ჭო­რე­ბის სა­გა­ნი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის შე­ტე­ვის ად­რე­სა­ტი. მი­ზე­ზი კი ის ქველ­მოქ­მე­დე­ბაა, რო­მე­ლიც გე­ითსმა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნის­თვის გას­წია. ბოლო დღე­ე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრალ­დე­ბა ბილ გე­ით­სის მი­მართ ასე­თია - კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია წარ­მო­ად­გენს გეგ­მის ნა­წილს, რომ­ლის მი­ზა­ნიც ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მიკ­რო­ჩი­პე­ბის ჩად­გმაა, ხოლო ყო­ვე­ლი­ვეს მიღ­მა ბილ გე­ით­სი იმა­ლე­ბა. "არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად", - ეუბ­ნე­ბი­ან BBC-ის ბილ და მე­ლინ­და გე­ით­სე­ბის ფონდში და აბო­ბენ, რომ მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არის ყალ­ბი. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ის­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა ამე­რი­კელ­თა 28%-ის აზ­რით, ბილ გეითsს ვაქ­ცი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის "და­ჩიპ­ვა“ სურს. ვაქ­ცი­ნა გა­მო­იწ­ვევს DNA-ის შეც­ვლას დო­ნალდ ტრამ­პის მომ­ხრე ვებ-გვერ­დის Newsmax-ის კო­რეს­პონ­დენ­ტმა, ემე­რალდ რო­ბინ­სონ­მა თა­ვის 264 ათას მიმ­დე­ვარს "ტვი­ტერ­ში" უთხრა, რომ უფრთხილ­დნენ Pfizer/BioNTech-ის ვაქ­ცი­ნას, რად­გა­ნაც მისი მტკი­ცე­ბით, ვაქ­ცი­ნა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია დნმ-ის­თვის. Pfizer-ის ვაქ­ცი­ნა იყე­ნებს mRNA-ის ტექ­ნო­ლო­გი­ას, რო­მე­ლიც აქამ­დე არას­დორს და­უ­ტეს­ტავთ და არას­დროს და­უმ­ტკი­ცე­ბი­ათ. ის სა­ხი­ფა­თოა თქვე­ნი DNA-სთვის. მო­ხა­ლი­სე­ე­ბის 75%-ში ვაქ­ცი­ნამ აჩ­ვე­ნა გვერ­დი­თი ეფექ­ტი. ფრთხი­ლად იყა­ვით - და­წე­რა რო­ბინ­სონ­მა. ყო­ვე­ლი­ვეს მოჰ­ყვა უამ­რა­ვი პოს­ტი, რო­მელ­თა ავ­ტორ­თა მტკი­ცე­ბი­თაც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა რო­გორ­ღაც შეც­ვლის ადა­მი­ა­ნის DNA-ის. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ BBC-მ ჰკი­თხა სამ და­მო­უ­კი­დე­ბელ მეც­ნი­ერს. სა­მი­ვე მათ­გა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­დე­გო ვაქ­ცი­ნა არ შეც­ვლის ადა­მი­ა­ნის DNA-ის. BBC-ის ცნო­ბით, რო­გორც ჩანს, ამ­გვა­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბელ ადა­მი­ა­ნებს აქვთ ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­უ­გებ­რო­ბა გე­ნე­ტი­კას­თან და­კა­ში­რე­ბით. გა­მო­ცე­მა წერს, რომ ვაქ­ცი­ნა შე­ი­ცავს ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის ფრაგ­მენტს - RNA-ის, თუმ­ცა ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ ჯეფ­რი ოლ­მონ­დის გან­მარ­ტე­ბით, ის არ ვნებს ადა­მი­ნის უჯრე­დებს, ის არ ვნებს და არ ცვლის ადა­მი­ა­ნის დნმ-ს. ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის, Pfizer-ის სპი­კე­რი ენ­დრიუ ვი­ჯე­რი კი ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ ცვლის ადა­მი­ა­ნის DNA-ს. "ის აწ­ვდის ორ­გა­ნიზმს იმუ­ნი­ტე­ტის შექ­მნის ინ­სტრუქ­ცი­ას“ - გან­მარ­ტავს ვი­ჯე­რი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა შეც­ვლის ადა­მი­ა­ნის დნმ-ს. მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ჯერ კი­დევ მა­ის­ში. რას გუ­ლის­ხმობს mRNA ტექ­ნო­ლო­გია? რო­გორც BBC წერს, გა­უ­გებ­რო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ წარ­მო­იქ­მნა იმის გამო, რომ ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად "პფა­ი­ზე­რი“ იყე­ნებს RNA-ის. მეც­ნი­ერ­თა გან­მარ­ტე­ბით რე­ა­ლუ­რად, RNA მუ­შა­ობს რო­გორც სხე­უ­ლის ერ­თგვა­რი ინ­სტრუქ­ტო­რი. ის ორ­გა­ნიზ­მში გა­მო­ა­მუ­შა­ვებს იმ ცი­ლას, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის ზე­და­პირ­ზეა. იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა კი შე­დე­გად სწავ­ლობს ცი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ამოც­ნო­ბას და მათ წარ­მო­ე­ბას. Newsmax-ის კო­რეს­პონ­დენტ რო­ბინ­სო­ნის "ტვი­ტში" სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ აქამ­დე mRNA ტექ­ნო­ლო­გია ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად "არც და­უ­ტეს­ტავთ და არც არას­დროს და­უმ­ტკი­ცე­ბი­ათ.“ რო­გორც BBC წერს, მარ­თა­ლია ის, რომ აქამ­დე mRNA-ის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა არ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლა, თუმ­ცა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თი კვლე­ვა ჩა­ტარ­და. პრო­ფე­სორ ოლ­მონ­დის თქმით, Pfizer-ის ვაქ­ცი­ნა არის პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა ყვე­ლა ის ეფექ­ტუ­რო­ბა, რაც მისი ლი­ცენ­ზი­რე­ბის­თვი­საა სა­ჭი­რო. მხო­ლოდ ის, რომ ვაქ­ცი­ნა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაა შექ­მნი­ლი, არ ნიშ­ნავს, რომ მისი უნდა გვე­ში­ნო­დეს, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი. მი­თე­ბი ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე რო­გორც BBC წერს, ახა­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი გა­დი­ან მკაცრ შე­მოწ­მე­ბას უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ნამ ისი­ნი ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ჩა­ეშ­ვე­ბი­ან. ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ფა­ზე­ბი გუ­ლის­ხმობს კლი­ნი­კურ კვლე­ვებს, ვაქ­ცი­ნას ამოწ­მე­ბენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მცი­რე ჯგუფ­ზე მისი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სწო­რი დო­ზის და­სად­გე­ნად. ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მე­სა­მე ეტაპ­ზე ის ათა­სო­ბით ადა­მი­ან­ზე იც­დე­ბა და დგინ­დე­ბა ეფექ­ტუ­რო­ბა. მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფი მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს უარ­ყო­ფით და გვერ­დით რე­აქ­ცი­ებს. უსაფრ­თხო­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი კი გრძელ­დე­ბა მას შემ­დე­გაც, რაც ვაქ­ცი­ნა ლი­ცენ­ზი­ას მი­ი­ღებს. ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­თე­ბის შე­სა­ხებ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კვლე­ვის ავ­ტო­რი კლერ ვარ­დლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ არ­სე­ბობს "მო­ნა­ცემ­თა დე­ფი­ცი­ტი“ mRNA ტექ­ნო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი გან­მარ­ტე­ბით, ამ სა­კი­თხზე არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის დიდი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, მაგ­რამ ვრცელ­დე­ბა მცი­რე სან­დო, თუმ­ცა უამ­რა­ვი ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია. "ყო­ვე­ლი­ვე ადა­მი­ა­ნებს და­უც­ველს ხდის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის­გან, რო­მე­ლიც სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა“ - ამ­ბობს უზუს­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი კლერ ვარ­დლი. მისი გან­მარ­ტე­ბით, მარ­თა­ლია, არ­სე­ბობს სან­დო ინ­ფორ­მა­ცია ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა არა­სა­ი­მე­დო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ან­გა­რი­შე­ბი და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შეძ­ლე­ბენ ვაქ­ცი­ნე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის შემ­ცი­რე­ბას. ვაქ­ცი­ნის გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გვერ­დით ეფექ­ტებ­ზე არა­ერთ პოსტს შეხ­ვდე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის რო­გორც ქარ­თულ სივ­რცე­ში, ასე­ვე გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბი­თაც. მის გვერ­დით ეფექ­ტებ­ზე "ტვი­ტერ­ში“ წერს კო­რეს­პონ­დენ­ტი რო­ბინ­სო­ნიც. რო­ბინ­სო­ნის მტკი­ცე­ბით, მო­ხა­ლი­სე­თა 75%-ს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი გა­მო­უვ­ლინ­და, თუმ­ცა თა­ვად მწარ­მო­ებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კვლე­ვას არ უჩ­ვე­ნე­ბია სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით. რო­გორც BBC წერს, ბევრ ვაქ­ცი­ნას აქვს გვერ­დი­თი ეფექ­ტი, მაგ­რამ მათი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სრუ­ლე­ბით არაა ისე­თი სა­ში­ში, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბის გვჯე­რო­დეს. მსგავ­სად ყვე­ლა სხვა ვაქ­ცი­ნი­სა, ამ ვაქ­ცი­ნა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გვერ­დი­თი ეფექ­ტი, მათ შო­რის, ტკი­ვი­ლი ინექ­ცი­ის ად­გი­ლას, სი­ცხე კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, თა­ვის ტკი­ვი­ლი და დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი, ექი­მი პენი ვარ­დი. ვარ­დი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ­გვა­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­საც, რო­მელ­საც ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იკე­თებს. გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, რო­გორც წესი, არის მსუ­ბუ­ქი და ორ დღე­ში ქრე­ბა. გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის უსი­ა­მოვ­ნო გან­ცდის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა კი პა­რა­ცე­ტა­მო­ლის, ან იბუპრო­ფე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. რო­გორც BBC წერს, გა­უ­გე­ბა­რია, რა ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ტკი­ცებს რო­ბინ­სო­ნი, რომ 75% -ში ვაქ­ცი­ნამ გვერ­დი­თი ეფექ­ტი აჩ­ვე­ნა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შე­საძ­ლოა, ის ეყ­რდნო­ბო­დეს ვაქ­ცი­ნის ად­რე­ულ კვლე­ვას, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ჩა­ტარ­და და მსუ­ბუ­ქი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი გა­მოვ­ლინ­და. ამას­თან გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, თუმ­ცა ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ მას აქვს მსუ­ბუ­ქი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი. ზუსტ მო­ნა­ცე­მებს კი ისი­ნი უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ. მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC.com-ზე დაყ­რდნო­ბით
0