სამყაროში მძვინვარებს ვირუსი, რომელმაც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა, მუდმივი რუტინა განსხვავებული სარკიდან დაგვანახა და დღემდე გვაიძულებს ვაკეთოთ ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, თუმცა ეს ქმედებები მთავარი გასაღებია იმ კარისა, რომლის მიღმაც ახალი, საინტერესო და მრავლისმომცემი გამოწვევებია.განტვირთვის მიზნით გავიხსენოთ ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელთაც ფუნდამენტური ღირებულების ტიტული შეისისხლხორცეს და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალეს.
ვფიქრობ, რომ საზოგადოების განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე საუბრისას, ანუ ამა თუ იმ ცივილიზაციაზე ყურადღების გამახვილებისას, რომელთაც აერთიანებდათ, ხელოვნება, კულტურა, წეს-ჩვეულებები, გვეძლევა საშუალება ვიმოგზაუროთ იდუმალ, ღრმა, მრავლისმთქმელ წარსულში, მოკლედ რომ ვთქვათ ხავსმოდებულ ხეებს შორის აღმოვაჩინოთ იდუმალი პორტალი და მოულოდნელი, შიშნარევი ნაბიჯებით ხმაურსა და ბოროტებას დროებით გავეცალოთ.
მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, პირველი ცივილიზაციები წარმოიქმნა აფრიკის, აზიისა და ევროპის ტერიტორიაზე.ამ სამ კონტინენტზე მიმდინარე პროცესები გახდა არბიტრი კაცობრიობის პროგრესისა და აღმავლობის.
ცივილიზაციების განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებდა გეოგრაფიული მდებარეობა(დასახლება მდინარესთან ახლოს იყო თუ არა).სწორედ კონკრეტულმა მახასიათებლება განაპირობა უძველესი "სამდინარეო ცივილიზაციების"ჩამოყალიბება, როგორებიცაა ეგვიპტისა და შუმერების.
მდინარე ნილოსის ადიდება და ამ პროცესის შედეგად წარმოქმნილი შლამიანი ნიადაგი ხელს უწყობდა მიწათმოქმედების განვითარებას, საირიგაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და სრულფასოვან მართვას, ხალხს უჩნდებოდა სიახლეებისკენ სწრაფვის სურვილი, გავიდა წლები და წარმოიქმნა სამეფოები, რომლებიც ძვ.წ.3000 წელს მეფე მენესმა გააერთიანა და დაიწყო ეგვიპტის, სამდინარეო ცივილიზაციის განვითარების გზა პირამიდების ეპოქამდე.
ევფრატსა და ტიგროსს შუამდინარეთის მცველებს ვუწოდებ, სწორედ ამ ორ მდინარეს შორის არსებობის გამო დაერქვა მესოპოტამია.ამ ტერიტორიაზე შუმერები და სემიტები ცხოვრობდნენ.მათ ერთიანი სახელმწიფო არ ჰქონიათ.პატარა ქალაქებს აშენებდნენ, თან იმ ტაძრების ირვლივ, რომლებიც ღვთაებების პატივსაცემად შენდებოდა.სწორედ შუმერების სახელს უკავშირდება ლურსმნული დამწერლობის, მათემატიკის საფუძვლების, ეტლისა და ბორბლის შექმნა, ასევე ისტორიამ შემოგვინახა შუმერული ნოტების კრებული.
ამ ბლოგში საკმარისია, ვეცდები ბევრად უფრო საინტერესო ინფორმაციები მოგაწოდოთ სხვადასხვა სფეროზე, იქნება ეს ხელოვნება, ისტორია თუ კულტურა.ასევე ვისაუბრებთ სიახლეებზე, რომლებიც აწმყოს განუყოფელი ნაწილია.
ფოტო მასალა_alioni.info, reading.ge