omnipotent-ყოვლის შემძლე.
ანიმეებსა და მანგებში იშვიათად თუ შევხვდებით ყოვლის შემძლე არსებებს, ისინი ფაქტობრივად არც არსებობენ, რადგან თითოეულ მათგანს რაღაც შეზღუდვა მაინც აქვს-კომიქსებისგან განსხვავებით.შესაბამისად დღეს გადავწყვიტე შემოგთავაზოთ რამდენიმე პერსონაჟი, რომელიც მიახლოებული მაინცაა omnipotentობას:
.სუზუმია ჰარუჰი-suzumyia haruhiდან:
მას შეუძლია მთელი სამყარო შეცვალოს, შეუცვალოს ისტორია, ვიზუალი თუ სხვა მსგავსი რაღაცები....მაგრამ ერთი პრობლემაა, ის საკუთარ ძალებს არ იცნობს და წარმოდგენაც არ აქვს რისი გაკეთება შეუძლია.
.აჯიმუ-medaka boxდან:
ყველაფერი გააჩნია იმისთვის რომ ომნიპოტენტი იყოს, ყველანაირი საშუალება...მაგრამ ბრძოლას აგებს, რადგან პლოტს ასე სჭირდება....
.კამი ტენჩი-tenchi muyoდან:
შეეძლო ბოლომდე ომნიპოტენტი ყოფილიყო, თუმცა არ გააჩნია ინფორმაციები და მიღწევები, ყოვლის მცოდნე არ არის და პლუს ამას უფრო მეტად აბსტრაქტული პერსონაჟია, ვიდრე რეალური.
.ლეინი-serial experiments lainდან:
omnipresent, omnipotent და omniscient, ანუ ყოვლის მომცველი, ყოვლის შემძლე და ყოვლის მცოდნე პერსონაჟი. მას ნებისმიერი რამით მანიპულირება შეუძლია. შესაძლებლობა აქვს ნებისმიერი რამ არსებობიდან გააქროს ისე რომ მას თითქოს არც არასდროს უარსებია, შეუძლია დაარღვიოს ყოველგვარი ლოგიკა, გადააკეთოს მთელი სამყარო და ა.შ. ის ფაქტობრივად დაუმარცხებელია.
.ფეზერინ ავგუსტუს ავრორა-umineko no naku koro niდან:
მას author authority-ს ძალა გააჩნია, რაც ნებისმიერი სახის რაიმეს შეცვლის საშუალებას აძლევს, მას შეუძლია თავად გახდეს ისტორიის ავტორი და ყველაფერი შეცვალოს. თუმცა ის დაუმარცხებელი არ არის. ის სუსტია 4th wall breaching ის გამომყენებლებთან, ანუ ისეთ პერსონაჟებთან, რომელსაც რეალურ სამყაროში გადმოსვლა შეუძლიათ. ასევე ომნილოკისა და წარმოშობისგან ტრანსცენდენტულობის გამომყენებლებთან, ანუ ისეთი ძალის მქონეებთან, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავი საერთოდ მოხსნან სამყაროდან და მათ ვეღარაფერი შეეხოთ, ვერც ფიზიკური, ვერც სულიერი-საერთოდ ვერაფერი და ასევე ისეთ პერსონაჟებთან რომლებიც წარმოშობას იქრობენ და მათ აღარ სჭირდებათ კონკრეტული სამყარო არსებობის შესანარჩუნებლად.