მზესავით კაშკაშა, ნათელი და თბილი მზესუმზირა

0
დილით, ივნისის თვეში, როცა მზე არც ძალიან გაწუხებს და გწვავს და არც შეცირბის საშუალებას გაძლევს, მთელი ღამის განმავლობაში შეუჩერებელი ცეკვის შემდეგ ბედნიერებით მხოლოდ ერთ უდიდებულეს, მაგიურ და გასაოცარ ადგილას იტენები.
© eZo Festival (Mzesumzira) უყურებ თბილისს და მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, თუ ზიზღის ტკბები იმ სიხარულით, რაც ამ ქალაქს ოდესმე მოუცემია. ასეთ სიყვარულს მხოლოდ მზესუმზირაზე თუ იგრძნობ. კომუნას თავისი ენერგეტიკა დაყვება, სადაც არ უნდა წავიდეს. ფესტივალს ხან სავსემთვარეობა ემთხვევა, ხან წყალდიდობა, მაგრამ სადღაც იქ, მაღლა, მთაწმინდაზე არაფერი გადარდებს და მუსიკის ჰანგებში მთელი სხეულით ეშვები. თითქოს მზესუმზირაზე სხვანაირად ცეკვავ, სხვანაირად ხარ თავისუფალი, სხვანაირად გიხარია და გრძნობ ყველა მომენტს. მაგრამ სანამ ამ ყველაფერს იგრძნობ და განიცდი, ჯერ ტერიტორიაზე უნდა მოხვდე, რაც ცალკე მოგზაურობაა. ქალაქის ბეტონებს გამოურბიხარ, მაგრამ მას არ სცილდები. ელოდები ტრანსპორტს, გასაოცარი ღამის მოლოდინში. ტრანსპორტიდან ჩამოსვლის შემდეგ იწყება აღმართი, შემდეგ დიდი ალბათობით რიგებიც დაგხვდება, დგები და იძენ ახალ მეგობრებს, რომლებთანაც ღამით კიდევ ერთხელ გადაყრა სულაც არ იქნება საწყენი. დგახარ რიგში, გადადგი ერთი ნაბიჯი წინ (ოხ ეს დიდებული ნაბიჯი, ყოველ ჯერზე იგივე სიხარულს იწვევს) კიდევ დგახარ და ბოლოს გაბოროტებული "ფეის-კონტროლის" გადაწყვეტილების მოლოდინში დგახარ... და როგორც იქნა შეაღწიე. თითქოს გაბრაზებული ხარ, დაღლილი ხარ, მაგრამ ხედავ უამრავ ბრჭყვიალა, მომღიმარ ადამიანს, გასაოცარ, ფერად გარემოს და გიკვირს, რადგან შენს რეალობაში ასე არ ხდება.
© Ia Rigby https://instagram.com/iarigby?igshid=ufo0tv7pk23w უკან იხედები, ხედავ ანთებულ თბილისს, რომელიც ასეთი ლამაზი არ არის ხოლმე. ნეტა ეს ილუზია ხომ არაა? მთელი ღამის განმავლობაში მუდმივი მოძრაობა: ხან ერთი სცენა, ხან მეორე, შემდეგ ცოტა განტვირთვა, ვეგეტარიანული საჭმლის მირთმევა, შემდეგ ისევ ცეკვა, მეგობრები. მოკლედ საოცრება და ეს ყველაფერი არაა. შემდეგ არის დილა. მზესუმზირას დილა. ოდესღაც არამატერიალურ კულტურულ ძეგლად რომ აღიარებენ ეგ მზესუმზირას დილა.
© Ia Rigby https://instagram.com/iarigby?igshid=ufo0tv7pk23w და როცა იქიდან მოდიხარ ღიმილს ვერ იშორებ თავიდან. წელს ეს ღიმილი იმაზე მეტად ფართე იყო, ვიდრე სხვა რომელიმე წელს, რადგან მიუხედავად ყველა სირთულისა ეზომ მაინც გააღო თავისი კარი და შეზღუდვების ფონზე ავედით და ვისუნთქეთ. შემდეგ მისი უდიდებულესობის დღეობაც ვიზეიმეთ, მაგრამ ბედნიერებას არც არავინ გაცდის დიდი ხანი. ეგ კიარა ბედნიერების მომტანებსაც კი არ აცადეს ხალხის გახარება და დააჯარიმეს ჩვენი მზესუმზირა.
© Mzesumzira მოკლედ უკვე მოგითხრეთ ბედნიერების საწყისის შესახებ, რომელსაც მზესუმზირა ქვია. ახლა კი გულისტკივილს გიზიარებთ. ჩვენს უკარგეს მეგობრებს გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა და ეს ბრძოლა, რომ გავუმარტივოთ უნდა დავეხმაროთ რითიც შეგვიძლია. დეტალურად: https://donate.mzesumzira.com/ka/
0